ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოფადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების 1909 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 30 წევრის საწევრო გადასახადი – 90 მანეთი და 1909 წლის შემოსავლის 20% – 71 მან. 87 კაპ. გაეგზავნა მთავარ გამგეობას, ხოლო წვრილ ხარჯებზე (წერილები, ბეჭდები, დეპეშები და სხვა) დაიხარჯა 23 მან. 58 კაპ. სულ 1909 წლის გასავალი შეადგენდა 184 მანეთსა და 58 კაპიკს. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25104 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25104]; წვდომის თარიღი: 2019-11-12