1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნატორს ამცნო, რომ გამგეობამ თავისი წესდების პირველი და ოცდამეხუთე პარაგრაფების საფუძველზე დაადგინა, გაეხსნა ქ. თელავში საზოგადოების განყოფილება. გამგეობამ დოკუმენტს თან დაურთო საზოგადოების წესდება და ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქცია. დოკუმენტს ხელს აწერენ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე, ინფანტერიის გენერალი გიორგი ყაზბეგი და გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხალავა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25114 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25114]; წვდომის თარიღი: 2019-08-24