1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ივანე ავალიშვილი აცნობებს, რომ 5 და 6 იანვარს შესრულებული ზედმეტი სამუშაოსთვის ანაზღაურება ერგება მაღაზიის შემდეგ მომსახურეებს: დევაძეს, გლადიშევს, დანელიას, ბახტაძესა და ავალიშვილს, ხოლო ერთი დღის: ავალიშვილს, ბახტაძეს, დანელიასა და სტეფანოვს. გამგეობამ დაადგინა, მიეცა მაღაზიის მომსახურეებისთვის შესაბამისი ანაზღაურება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25188 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25188]; წვდომის თარიღი: 2019-09-17