1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა სთხოვა, ეცნობებინა მისთვის, რა ზომები მიიღო მთავარმა გამგეობამ ორჯონიკიძის ანდერძის საქმესთან დაკავშირებით. დედანაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიღება საჩქარო იყო, რადგან სასამართლოში ანდერძის წარსადგენად დადგენილი ორი თვის ვადა იწურებოდა და წლიური ვადის დაკარგვის საფრთხე იყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25200 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25200]; წვდომის თარიღი: 2019-09-20