1899 წლის 22 ივნისს ივანე ზურაბიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ გამგეობის მხრიდან სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანის ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გადაყვანა იყო დასჯა, ხოლო ახლა თავისი შუამდგომლობით გამგეობა უარყოფდა სასჯელს. მისი აზრით, შუამდგომლობა არ შეესაბამებოდა პირველ გადაწყვეტილებას და ამიტომ ის არ ეთანხმებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25504 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25504]; წვდომის თარიღი: 2019-10-14