1912 წლის 9 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას 27 სექტემბრის მოხსენების ასლი. მოხსნება ვართაგავას მიერ თელავის სკოლის დათვალიერებას ეხებოდა. მთავარმა გამგეობამ სთხოვა თელავის განყოფილების გამგეობას გაეთვალისწინებინა ვართაგავას შენიშვნები და ზომები მიეღო ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გ. ყაზბეგი და საქმისმწარმოებლი გ. ბურჭულაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25574 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25574]; წვდომის თარიღი: 2019-09-15