1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ მსმენელებს გააცნო პროგრამა, რომლითაც მასწავლებლები ხელმძღვანელობდნენ წლის განმავლობაში. საღვთო სჯულიდან წაკითხულ იქნა – ძველი აღთქმიდან: ქვეყნისა და ადამიანის შექმნა, ადამი და ევა, კაენი და აბელი, ახალი აღთქმიდან: ღვთისმშობლის დაბადება, ტაძრად მიყვანა, ხარება, ქრისტეს დაბადება, მირქმა, ნათლისღება, ქადაგება ქრისტესი, ჯვარცმა, აღდგომა, ამაღლება, სულიწმინდის მოფენა, ჯვართამაღლება, ლოცვებიდან: ლოცვა უფლისა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25584 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25584]; წვდომის თარიღი: 2019-10-14