1881 წლის 7 დეკემბრისთვის სოფელ გურჯაანის სკოლაში 42 ვაჟი და 6 ქალი სწავლობდა, მათგან 11 ღარიბი იყო. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის საქმისმწარმოებელს, გრიგოლ ყიფშიძეს ეს ინფორმაცია სკოლის მასწავლებელმა მიაწოდა.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25704 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25704]; წვდომის თარიღი: 2019-11-15