1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლა გაიხსნა. სკოლა ნაქირავებ შენობაში (ერთი ოთახი) იყო მოთავსებული და ორი განყოფილებისგან შედგებოდა. 1915-1916 სასწავლო წელს ქრისტინე ალექსანდრეს ასული ბიბილური ამ სკოლის პედაგოგი იყო, სკოლაში საღვთო სჯულსაც ის ასწავლიდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25881 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25881]; წვდომის თარიღი: 2019-10-16