1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის კრების ოქმის მიხედვით, 1915 წლის 2 თებერვალს განყოფილების საზოგადოების კრებაზე თავმჯდომარის მდივანმა კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძემ წაიკითხა მოხსენება, რომ მიხეილ მახარობლის (მახარობელის) ძე სიხარულიძე განსვენებული ძმის, ისააკ სიხარულიძის ხსოვნის პატივსაცემად ყოველწლიურად 10-10 თუმანს შესწირავდა ზესტაფონის განყოფილებას მანამ, სანამ საკუთარ სახლს ააშენებდნენ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის მოხსენებები და ანგარიშები ყვირილის განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა