1916 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარემ ბარბარე (ვარვარე) სპირიდონის ასულმა წერეთლისამ და მდივანმა პავლე გრიგოლის ძე მეტრეველმა საზოგადოების მთავარგამგეობას მისწერეს, რომ ზესტაფონის დამწვარი თეატრის აღსადგენად ხელუხლებლად შენახული ჰქონდათ 2900 მანეთი, მაგრამ საკმარისი არ იყო და ამიტომ სთხოვდნენ ფულადი დახმარება გაეწიათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის მოხსენებები და ანგარიშები ყვირილის განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26153 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26153]; წვდომის თარიღი: 2019-07-16