1914 წლის 27 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ელენე ივანეს ასულ ჭავჭავაძეს სთხოვა „ახალი კლუბის“ მიერ ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულში მდებარე კოშკის შესაკეთებლად გამოგზავნილი 400 მანეთის თელავის განყოფილების გამგეობისთვის გადაცემა. მამული საზოგადოების თელავის განყოფილების გამგებლობაში იყო. იმ წელს იქაურ გამგეობას აუცილებლად უნდა დაეწყო მამულის მოწესრიგება და სხვა სამუშაოსთან ერთად კოშკის შეკეთებაც. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი დავით კარიჭაშვილი და საქმისმწარმოებელი ვარლამ ბურჯანაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26305 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26305]; წვდომის თარიღი: 2019-08-22