1913 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ აცნობა, რომ გარდაცვლილი ილია ზარაფიშვილის მეუღლე, სოფიო ზარაფიშვილი, ქმრის მევალე ვილკევიჩისგან მათთვის ნაანდერძევი სახლების გამოსყიდვას ცდილობდა. თელავის განყოფილება სახლების გამოსყიდვას მთავარ გამგეობას სთხოვდა, რადგან მათ ამის საშუალება არ ჰქონდათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26337 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26337]; წვდომის თარიღი: 2019-10-23