1921 წლის 3 ივლისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სარაჯიშვილის, ღოღობერიძისა და გოგებაშვილის სასტიპენდიო თანხების მცირე ნაწილი იყო დარჩენილი. გამგეობის გადაწყვეტილებით, სანამ თანხას არ დაამატებდნენ, სტუდენტებისთვის სტიპენდიები არ უნდა დაენიშნათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრების ოქმები და გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1920-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26529 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26529]; წვდომის თარიღი: 2019-10-15