1887 წლის 4 მაისს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 1886-1887 სამოსწავლო წლის ანგარიში წარუდგინა. სკოლაში ისწავლებოდა შემდეგი საგნები: საღმრთო სჯული, ქართული ენა, რუსული ენა, გეოგრაფია და არითმეტიკა. სამოსწავლო წლის განმავლობაში სკოლა ორჯერ დაათვალიერა ქუთაისის გუბერნიის სკოლების ინსპექტორმა და ერთხელ იმავე გუბერნიის სკოლების დირექტორმა, აგრეთვე საზოგადოების კომიტეტის წევრმა იაკობ გოგებაშვილმა.

წყარო: ქობულეთის სოფლის საზოგადოების დადგენილება ქართული დაწყებითი სკოლის გახსნის შესახებ | 1887-1887
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26580 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26580]; წვდომის თარიღი: 2020-01-18