1887 წლის 29 აპრილს ბათუმის სკოლის მასწავლებელი მოსე ნათაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის წარდგენილ მოხსენებაში აღნიშნავს, რომ ქობულეთის საზოგადოებამ სკოლისთვის შენობა არ დაიქირავა. ნათაძე საზოგადოების მმართველობას სთხოვდა სკოლა ბათუმიდან ჩურუქსუში გადაეტანათ, რადგან იქ წარმატებულად ვერ იფუნქციონირებდა. ჩურუქსუში სკოლის შენობის დაქირავება წელიწადში 200 მანეთზე მეტი არ ეღირებოდა.

წყარო: ქობულეთის სოფლის საზოგადოების დადგენილება ქართული დაწყებითი სკოლის გახსნის შესახებ | 1887-1887
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26581 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26581]; წვდომის თარიღი: 2020-01-18