1913 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების წიგნებით ვაჭრობის ანგარიში 1910 წლის 23 აგვისტოდან 1913 წლის 29 მაისამდე. დოკუმენტის მიხედვით, განყოფილებას მთლიანად ასაღები თანხიდან (1353 მან. 6 კაპ.) უკვე მიღებული ჰქონდა: 1910 წლის 12 ოქტომბერს − 150 მან., 1912 წლის 9 აგვისტოს − 300 მან., იმავე წლის 11 და 27 სექტემბერს, ასევე 5 ნოემბერს − 100-100 მან., 1913 წლის 8 იანვარს − 100 მან., 25 აპრილს − 22 მან. სულ − 872 მან. განყოფილებას უნდა მიეღო კიდევ 481 მან. 6 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26594 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26594]; წვდომის თარიღი: 2019-12-06