დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშზე გრიგოლ დადიანის სახელობის პრემიისთვის 5728. 50 მანეთი იყო, იაკობ გოგებაშვილის განათლების ფონდში – 14195. 37, სამუზეუმო თანხა – 108344. 19.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრების ოქმები და გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1920-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26613 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26613]; წვდომის თარიღი: 2019-10-14