1887 წლის 16 სექტემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ სკოლისთვის საჭირო სახელმძღვანელოები და ნივთები გამოეგზავნათ: იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, „ბუნების კარი“ და „კონა“ ოც-ოცი ცალი, ჯაჯანაშვილის ამოცანები ათი ცალი, იოსელიანის საღმრთო ისტორია და კალენდარაშვილის სახელმძღვანელო ოცი-ოცი ცალი, გოგებაშვილის რვეულები N1 და N2 სამოც-სამოცი ცალი, რუსული წერის რვეულები სამოცი ცალი, სურათები ათორმეტთა დღესასწაულთა ერთი ცალი და ერთი ფუთი კალმები.

წყარო: ქობულეთის სოფლის საზოგადოების დადგენილება ქართული დაწყებითი სკოლის გახსნის შესახებ | 1887-1887
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26758 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26758]; წვდომის თარიღი: 2020-01-18