1887 წლის 25 აგვისტოს ზაქარია მიხეილის ძე გულისაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას სთხოვა, რომ ბათუმის სკოლაში მასწავლებლად დაენიშნათ. მისი თხოვნა გამგეობას არ მოხსენდა, რადგან იქ მასწავლებლის ადგილი თავისუფალი არ იყო.

წყარო: ქობულეთის სოფლის საზოგადოების დადგენილება ქართული დაწყებითი სკოლის გახსნის შესახებ | 1887-1887
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26807 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26807]; წვდომის თარიღი: 2020-01-18