1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების გამგეობის ჩატარებული 19 სხდომიდან თავმჯდომარე მიხეილ იერემიას ძე ქავთარაძე და თეოფილე ალმასხანის ძე გოგიბერიძე 5-ს არ დასწრებიან, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე კოსტას ძე ოსილოვი – 10-ს, მოლარე კოსტა საველის ძე კვარაცხელია, ივანე მენაბდე და ამბაკო იესეს ძე სულუხია – 4-ს, არსენ ალექსის ძე ნაცვალაძე – 3-ს, იასონ სალუქვაძე – 6-ს, ალექსანდრე ივანეს ძე ბიბილეიშვილი – 7-ს, კოსტა გვაზავა – 14-ს, მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი ყველა სხდომას დაესწრო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიმოწერა ტუაფსეს განყოფილებასთან და განყოფილების ანგარიშები | 1914-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26847 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26847]; წვდომის თარიღი: 2020-01-18