1918 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების გამგეობის კრებაზე რწმუნებულებს უნდა ჰქონოდათ კრებაზე შესასვლელი ბილეთები, ხოლო სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ რწმუნებულებს კი წარედგინათ სათანადო საბუთები იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად არჩეულნი იყვნენ. სხდომის ოქმს ხელს აწერს სამუელ გიორგის ძე ზაქარაშვილი (ზაქარეიშვილი).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიმოწერა ტუაფსეს განყოფილებასთან და განყოფილების ანგარიშები | 1914-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26876 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26876]; წვდომის თარიღი: 2020-01-18