1887 წლის 29 აგვისტოს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას სთხოვა, რომ პირველი სექტემბრიდან თბილისის ერთ-ერთ სათავადაზნაურო სასწავლებელში გადაეყვანათ. ბათუმის კლიმატი ცუდად მოქმედებდა მისი ცოლ-შვილის ჯანმრთელობაზე და ისინი მუდამ ავადმყოფობდნენ.

წყარო: ქობულეთის სოფლის საზოგადოების დადგენილება ქართული დაწყებითი სკოლის გახსნის შესახებ | 1887-1887
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26947 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26947]; წვდომის თარიღი: 2020-01-18