1918 წლის 3 ნოემბერს დღის 12 საათზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების გამგეობას (ახალი კლუბის დარბაზში) საზოგადოების რწმუნებულთა კრება ჰქონდა, სადაც უნდა განეხილათ: 1916-1917 წლების ანგარიში; სარევიზიო კომისიის მოხსენება; მთავარი გამგეობის მოხსენება სამოქმედო გეგმის შესახებ; 1918 წლის ხარჯთაღრიცხვა; მთავარი გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრთა არჩევის საკითხი; სასკოლო, ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მოწყობის, წიგნების გამომცემელ და სამუზეუმო სექციათა წევრების არჩევნების საკითხი. სხდომის ოქმს ხელს აწერს სამუელ გიორგის ძე ზაქარაშვილი (ზაქარეიშვილი).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიმოწერა ტუაფსეს განყოფილებასთან და განყოფილების ანგარიშები | 1914-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 26949 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/26949]; წვდომის თარიღი: 2020-01-18