1908 წლის 27 იანვარს განხილული ილია ჭავჭავაძის ანდერძის თანახმად, ყვარლის მამული – მიწა, ვენახი, ტყე და სხვა, რომელიც ბანკში იყო დაგირავებული და ვალად ერიცხებოდა 16 294 მანეთი და 85 კაპიკი, გადადიოდა პირდაპირი მემკვიდრეების ხელში, ხოლო თუ ისინი უარს განაცხადებდნენ მამულის მიღებაზე, მაშინ ბანკებისა და კერძო პირებისგან ვექსილებით აღებული მთელი ვალი – 16 410 მანეთი მხოლოდ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გასასტუმრებელი იქნებოდა. ანდერძი განიხილეს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ.

წყარო: ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძის განცხადება ილია ჭავჭავაძის მიერ ნაანდერძევი ქონების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ | 1908-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27064 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27064]; წვდომის თარიღი: 2019-09-20