1915 წლის 8 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა, გრიგოლ ბურჭულაძემ თელავის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა თბილისის გუბერნიის 26 ოქტომბრის სხდომის დადგენილების (N549) ასლი. დადგენილება ეხებოდა ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულში მდებარე გაუქმებული წისქვილის სახელმწიფო გადასახადისგან განთავისუფლებას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27177 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27177]; წვდომის თარიღი: 2019-11-20