ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27292

ფაქტი 27292

1918 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ წერილობითი თხოვნით მიმართა სახალხო განათლების სამინისტროს, რომ აღმოეჩინათ ნივთიერი დახმარება, რათა დაეარსებინათ დაბა სენაკში საპროფესიო სკოლა, რომლის შესანახადაც წლიურად საჭირო იქნებოდა 74 000 მანეთი. წერილს ხელს აწერს მდივანი გიორგი გამზარდია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27292; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .