1918 წლის 10 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით ფრეილინის N 2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ საზოგადოებას განყოფილებები ჰქონდა ცხინვალში, ყვირილაში, ჭიათურაში, ჩოხატაურში, განჯაში, თბილისში, ყარსში, სარაყამისში, ბორჩალოში, გროზნაში, ფუქში, პეტროვსკსა და ხარაგაულში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა საერთო კრების ოქმები, გამგეობისა და სარევიზიო კომისიის მოხსენებები და წლიური ანგარიშები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27343 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27343]; წვდომის თარიღი: 2019-09-16