ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27508

ფაქტი 27508

1908 წლის 8 მაისს ილია ჭავჭავაძის ანდერძის განმხილველმა საგანგებო კომისიის წევრებმა – ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა, ვასილ გერასიმეს ძე ბერელაშვილმა – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინეს მოხსენება, რომლის მიხედვით, საზოგადოება ილიას ნაანდერძევ მემკვიდრეობას – ძვირფასი ბიბლიოთეკა, კერძო მიწერ-მოწერა, ავეჯი და კაბინეტის მოწყობილობა – იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ ოლღა ჭავჭავაძე საგურამოს მამულზე სიცოცხლეშივე უარს იტყოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27508; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .