1905 წლის 5 ივლისს ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილ ანდერძში ჩამოთვლილი უძრავ-მოძრავი ქონება იყო: უძრავი ქონება – სოფლის მამული საგურამო-წიწამურში (552 დესეტინა) და ქვითკირის სახლი თბილისში, ანდრიას (ანდრეევის) ქუჩაზე; მოძრავი ქონება – სახლის მოწყობილობა, ავეჯი, სურათები, ძვირფასი ბიბლიოთეკა და კერძო მიწერ-მოწერა. სასამართლოს ბოქაულის მიერ შედგენილი მოძრავი ქონების სია მოანდერძის მეუღლეს ჰქონდა მიბარებული. უძრავ-მოძრავი ქონება თავის დროზე ოლღა ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელში გადავიდოდა.

წყარო: ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძის განცხადება ილია ჭავჭავაძის მიერ ნაანდერძევი ქონების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ | 1908-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27510 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27510]; წვდომის თარიღი: 2019-09-23