ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27516

ფაქტი 27516

ილია ჭავჭავაძის ანდერძის განსახილველად შექმნილი საგანგებო კომისიის 1908 წლის 8 მაისის ანგარიშის თანახმად, საგურამოს მამულის ვალი 1-ლი ივლისისთვის 20 365 მანეთსა და 32 კაპიკს მიაღწევდა, მაგრამ აღნიშნული თანხა საშიში არ იყო ილიასეული კარმიდამოსთვის – სამსართულიანი ქვითკირის სახლი ბაღით, წინა ვენახით, ცემენტის აუზით, მშვენიერი წყაროთი და დამხმარე ქვითკირის შენობებით; მარტო ვენახი 22 დესეტინა იყო, სახნავი – არანაკლებ 100 დესეტინისა. ერთი დესეტინა სახნავი 100 მანეთი ღირდა, ვენახი კი სულ იაფად – 30 000 მანეთად მაინც გაიყიდებოდა. მაშასადამე, მარტო ვენახისა და სახნავის ერთიანი ფასი 40 000 მანეთს უდრიდა. ანგარიშს ხელი მოაწერეს: ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ და შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27516; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .