1908 წლის 29 მაისს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა,რომ ივნისში მოსალოდნელი იყო ილია და ოლღა ჭავჭავაძეების მამულის უძრავი ქონების გაყიდვა. აღნიშნულის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა: მამული უსათუოდ „საზოგადოებას" უნდა შეეძინა, დადგენილების აღსასრულებლად კი – ალექსანდრე ყიფშიძეს მისცემოდა კანონიერი ვექილობის უფლება.

წყარო: ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძის განცხადება ილია ჭავჭავაძის მიერ ნაანდერძევი ქონების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ | 1908-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27517 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27517]; წვდომის თარიღი: 2019-09-18