1908 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ (თავმჯდომარე – გიორგი ყაზბეგი, საქმისმწარმოებელი – სამსონ ფირცხალავა) თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა სამიწათმოქმედო კომისიას ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის ლიკვიდაციისთვის საჭირო 2 000 მანეთი სესხად სთხოვა.

წყარო: ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძის განცხადება ილია ჭავჭავაძის მიერ ნაანდერძევი ქონების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ | 1908-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27637 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27637]; წვდომის თარიღი: 2019-09-20