1919 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრების მოხსენების ოქმის მიხედვით, 1917 წლის გასავალს შეადგენდა: საკანცელარიო ხარჯები – 27 მანეთი და 55 კაპიკი, გათბობა–განათება – 42 მანეთი და 15 კაპიკი, ბიბლიოთეკის გამგის ხელფასი – 440 მანეთი, არაჩვეულებრივი ხარჯები – 5 მანეთი და 40 კაპიკი, წიგნები – 89 მანეთი და 95 კაპიკი, ჟურნალ-გაზეთები – 243 მანეთი და 46 კაპიკი, ბანკის პროცენტი (თეატრის შენობის) – 321 მანეთი და 72 კაპიკი, სულ – 1170 მანეთი და 23 კაპიკი. ოქმს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები სამსონ პეტრეს ძე მამალაძე და მიხეილ ჩუბინიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის მოხსენებები და ანგარიშები ყვირილის განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა