1911 წლის 4 იანვარს ალექსანდრე ყიფშიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 1910 წელს საგურამოს მამულის ვალი 11 900 მანეთი იყო. აქედან ილიას ფონდის დავალიანება 6 000 მანეთს შეადგენდა (6 %-იანი სარგებლით), აზოვის ბანკისა – 2 000 მანეთს (8 %-იანი სარგებლით), თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობისა – 2 000-ს, სახელმწიფო ბანკისა – 1 400-ს (5,5 %-იანი სარგებლით) და ა. თ. ფრიდონოვისა – 500 მანეთს (ჯერ არ იყო სარგებლის რაოდენობა მევალისგან დათქმული).

წყარო: ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძის განცხადება ილია ჭავჭავაძის მიერ ნაანდერძევი ქონების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ | 1908-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 27807 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/27807]; წვდომის თარიღი: 2019-08-19