1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წელს საწევროს სახით 86 წევრისგან შევიდა 258 მან., 14 იანვარს ნინოობის სადღესასწაულო საღამოდან – 221 მან. 67 კაპ., გაუთვალისწინებელი შემოსავლის სახით – 1 მან. 50 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების ხაზინადარი დიმიტრი ნადარეიშვილი, განყოფილების გამგეობის დროებითი თავმჯდომარე სიმონ საბაშვილი და წევრები: პლატონ ჭავჭანიძე, გიორგი ზენაიშვილი, მაშო საბაშვილი და სალომე ჭავჭანიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების გუდაუთის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28224 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28224]; წვდომის თარიღი: 2019-09-18