1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წელს კანცელარიის მოწყობისთვის, თბილისში კრებაზე გაგზავნილი წარმომადგენლის მგზავრობის ხარჯის სახით და სხვ. დაიხარჯა 77 მან. 5 კაპ., 1914 წლის 18 თებერვალს მთავარ გამგეობას გაეგზავნა გასული წლის შემოსავლის 20% – 80 მან. 80 კაპ. სულ 1913 წელს დაიხარჯა 157 მან. 85 კაპ. საზოგადოების სალაროში პირველი იანვრისთვის დარჩენილი თანხა შეადგენდა 323 მანეთსა და 32 კაპიკს. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების ხაზინადარი დიმიტრი ნადარეიშვილი, განყოფილების გამგეობის დროებითი თავმჯდომარე სიმონ საბაშვილი და წევრები: პლატონ ჭავჭანიძე, გიორგი ზენაიშვილი, მაშო საბაშვილი და სალომე ჭავჭანიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების გუდაუთის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28231 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28231]; წვდომის თარიღი: 2019-09-18