1904 წელს იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა საღდგომოდ ქალაქის (თბილისის) მოურავს ღარიბებისთვის დასარიგებლად 2 000 მანეთი გადასცა. მან თანხა შემდეგნაირად გაანაწილა: 200 მანეთი უნდა მიეცა ღამის თავშესაფართა გამგე კომისიისთვის, 300 მანეთი – იაფ სასადილოთა კომიტეტისთვის, დანარჩენი 1 500 მანეთი – იმ კომისიისთვის, რომელსაც უბნის ღარიბთა სამზრუნველოების პროექტი უნდა შეემუშავებინა. ზუბალაშვილი ასეთ განაწილებას დათანხმდა.

წყარო: ცნობის ფურცელი, 1904 l 4 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28388 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28388]; წვდომის თარიღი: 2019-10-16