1913 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სახელით გრიგოლ ბურჭულაძე ნიკოლოზ ღოღობერიძის ნების აღმსრულებლებს – ექვთიმე თაყაიშვილსა და ფილიპე გოგიჩაიშვილს სწერდა, რომ ღიღობერიძის მიერ დანატოვარი თანხის გაყოფა მათსა და საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებსა შორის ნიკოლოზ ღოღობერიძის საფლავზე ძეგლის დადგმის შემდეგ მომხდარიყო.

წყარო: მიწერ-მოწერა გამგეობის წევრებთან და ოქმები ნიკოლოზ ღოღობერიძის მიერ საზოგადოებისთვის ანდერძით დატოვებული ქონების მიღების შესახებ
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28425 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28425]; წვდომის თარიღი: 2019-10-24