1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირში სოფლის კრებაზე გაბრიელ გრიგოლის ძე ბოჭორიშვილს, ილია ნონიას ძე ლობჟანიძეს, ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცს, ილია გიორგის ძე უნგიაძეს, ანდრია ქაიხოსროს ძე კალანდარიშვილს, პეტრე დავითის ძე მეტრეველს, ალექსი დავითის ძე ლობჟანიძეს დაევალათ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ალაგირის განყოფილების გახსნის თაობაზე მიემართათ.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების ალაგირის განყოფილებასთან და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28463 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28463]; წვდომის თარიღი: 2019-10-21