1915 წლის ბოლოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილებას 36 წევრი ჰყავდა. ფაქტს ხელმოწერით ადასტურებენ განყოფილების თავმჯდომარე გაბრიელ ბოჭორიშვილი და მდივანი ნიკოლოზ ხატისკაცი.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების ალაგირის განყოფილებასთან და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა