1922 წლის 27 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ თვის ბოლომდე საზოგადოების წიგნის მაღაზიის აღწერისა და თანამშრომელთა გათავისუფლების საკითხი დასვა, რათა აგვისტოს ჯამაგირი დაეზოგათ. გამგეობამ დაადგინა, მაღაზიის აღწერა-შემოწმება 28 ივლისს დაეწყოთ და სათანადო აქტიც შეედგინათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28527 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28527]; წვდომის თარიღი: 2019-08-20