ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28545

ფაქტი 28545

1915 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარემ, გაბრიელ ბოჭორიშვილმა და მდივანმა, ნიკოლოზ ხატისკაცმა მთავარ გამგეობას მისწერეს, რომ ალაგირის გამგეობამ განიხილა იაკობ ნიკოლაძის შექმნილი აკაკი წერეთლის ბიუსტის შეძენის საკითხი, მაგრამ თანხის უქონლობის გამო უარს ამბობდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28545; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .