1914 წლის 18 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების ხაზინადარს, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს, მდივანს – ვარლამ ბურჯანაძეს და გამგეობის წევრს – შიო არაგვისპირელს ნიკოლოზ ღოღობერიძის ნების აღმსრულებელთა მიერ წარმოდგენილი მოხსენების თანახმად, ანდერძის ანგარიშების გასწორება მიენდოთ.

წყარო: მიწერ-მოწერა გამგეობის წევრებთან და ოქმები ნიკოლოზ ღოღობერიძის მიერ საზოგადოებისთვის ანდერძით დატოვებული ქონების მიღების შესახებ
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28554 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28554]; წვდომის თარიღი: 2019-08-19