1920 წლის 24 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა უდის ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის წიგნებისა და ჟურნალ გაზეთების გამოწერის შესახებ. გამგეობამ ბიბლიოთეკისთვის საზოგადოების გამოცემებიდან თითო ეგზემპლარის მიცემა და „ჯეჯილისა“ და „ნაკადულის“ გამოწერა გადაწყვიტა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28568 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28568]; წვდომის თარიღი: 2019-09-20