1922 წლის 28 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოწვეულ პირთა სხდომაზე წიგნსაცავ-მუზეუმის მდგომარეობის საკითხზე მსჯელობისას სერგი გორგაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმში წესრიგის დამყარება, სამეცნიერო დონეზე დაყენება იყო საჭირო. დავით კარიჭაშვილს დრო არ ჰქონდა სისტემატურად მუშაობისთვის, ბიბლიოთეკარსა და მის თანაშემწეს კი შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნდათ. ამიტომ მუზეუმი უნდა გადაეცათ უნივერსიტეტისთვის, რომელიც მას სათანადოდ მოუვლიდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28611 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28611]; წვდომის თარიღი: 2019-08-20