1922 წლის 3 აგვისტოს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის სატყეო განყოფილებამ გამგეობას აკაკი წერეთლის ნაანდერძევი სახლი სთხოვა. გამგეობამ მიწათმოქმედების კომისარიატს აკაკის სახლში მისივე სახელობის სამეურნეო სკოლის დაარსების ნება მისცა და პოეტის კაბინეტში მოთავსებული ნივთების მოვლა-პატრონობა დაავალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28641 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28641]; წვდომის თარიღი: 2019-08-20