1922 წლის 29 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სახელმწიფო გამომცემლობის სარედაქციო კოლეგიამ გამგეობას წიგნსაცავ-მუზეუმიდან ვაჟა-ფშაველას ნაწერებით სარგებლობის ნებართვა სთხოვა. გამგეობის დადგენილებით სარედაქციო კოლეგიას შეეძლო ვაჟა-ფშაველას ნაწერებით კვირაობით ესარგებლა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28650 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28650]; წვდომის თარიღი: 2019-08-20