1914 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (ონის) განყოფილების თავმჯდომარემ მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანმა და მდივანმა – ლონგინოზ ილარიონის ძე კვიკვიძემ მთავარ გამგეობას დარჩენილი 68 მანეთი და 80 კაპიკი გაუგზავნეს (20 მანეთი და 20 კაპიკი ერთი წლის წინ გააგზავნეს) და სთხოვეს მათ, გახსნილიყო რაჭის (და არა ონის) საზოგადოების განყოფილება.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ონის განყოფილებასთან და ანგარიში განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28652 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28652]; წვდომის თარიღი: 2019-09-19