1914 წლის 30 დეკემბერს, 6 საათზე, ონის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების საანგარიშო კრება გაიმართა. კრებამ გამგეობის თავმჯდომარედ და ხაზინადარად მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანი აირჩია, მოადგილედ – იოსებ ჯავახის ძე მდივნიშვილი, მდივნად – ლონგინოზ ილარიონის ძე კვიკვიძე.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ონის განყოფილებასთან და ანგარიში განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28657 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28657]; წვდომის თარიღი: 2019-09-19